ტერაქტი

მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი აფეთქებას ემსხვერპლა

Dave Thompson / Getty Images

დიდი ბრიტანეთის პოლიციის უფროსის - იან ჰოპკინსის თქმით, მანჩესტერ არენაზე მომხდარი სავარაუდო ტერაქტის შემსრულებელი აფეთქებას ემსხვერპლა.

"მას [ტერორისტს] ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ააფეთქა და ეს დიდი ბოროტება გამოიწვია. ის თვითონვე შეეწირა აფეთქებას",-აღნიშნა ბრიტანეთის პოლიციის უფროსმა.

ჰოპკინსის ცნობით, იმის და მიუხედავად, რომ პოლიცია ტერაქტის მხოლოდ ერთ შემსრულებელზე საუბრობს, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ტერორისტი, რომელიმე დაჯგუფების წევრი იყოს.

მანჩესტერ არენაზე მომხდარ სავარაუდო ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

კომენტარები