ტურიზმი

იტალიის ისტორიული სასახლეების მფლობელი უფასოდ შეგიძლიათ გახდეთ

Ministero delle Infrastrutture e dei Trasporti/Facebook

იტალიის მთავრობა უფასოდ გასცემს სასახლეებს, ციხესიმაგრეებს, მიტოვებულ მონასტრებს, ფერმებსა და სხვა ისტორიულ ნაგებობებს. მთავრობა ამ გზით რეგიონალური ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად.

იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქვეყანა ჯამში 106 ისტორილ შენობას საპრივატიზაციოდ უსასყიდლოდ გამოიტანს, მათი შემსყიდველი კი ვალდებულია ტერიტორია განაახლოს და ის ტურისტულ დაწესებულებად აქციოს. პროექტი მიზნად რეგიონალურ განვითარებას, კონკრეტულად კი გადატვირთული ტურისტული ცენტრებიდან (რომი, ფლორენცია, ვენეცია მილანი და სხვა) ტურისტული ნაკადების უფრო პროვინციულ ადგილებში გადატანას ისახავს.

საპრივატიზაციო ობიექტები ასე გამოიყურება:


ფოტო: Ministero delle Infrastrutture e dei Trasporti/Facebook


ფოტო: Ministero delle Infrastrutture e dei Trasporti/Facebook


ფოტო: Ministero delle Infrastrutture e dei Trasporti/Facebook


ფოტო: Ministero delle Infrastrutture e dei Trasporti/Facebook

იტალიის მთავრობამ შესაძლოა ამ 106 შენობას საპრივატიზაციოდ კიდევ დაახლოებით 200 შენობაც დაუმატოს.

კომენტარები