რეკლამა

საქართველოს ბანკის დაფინანსებული პროექტი EBRD-მა საუკეთესოდ ცნო

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ჯილდო - "2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში" მიიღო. აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნესფორუმის ფარგლებში გადაეცა. საქართველოს ბანკის  მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ, ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა.

"EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. ის ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18 500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, - ნათქვამია "საქართველოს ბანკის" განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები