24 მაისს, გლდანის და ვაკის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

pennystockresearch

ხვალ, 24 მაისს, გლდანის და ვაკის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. ამის მიზეზად ყაზტრანსგაზ-თბილისი ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მერაბ კოსტავას ქუჩა №11, №13, პიერ კობახიძის ქუჩა №5, №5ა, №3, გალის ქუჩა №10, №15, აკაკი ხორავას ქუჩა №8, №9 და №12-ში მცხოვრებ მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ავჭალის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთლის, რიონის, კუიბიშევის, ულიანოვის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

კომპანიის ცნობით, ორივე რაიონში, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები