ზაკ სნაიდერი

შვილის თვითმკვლელობის გამო ზაკ სნაიდერი Justice League-ის გადაღებაზე უარს ამბობს

Reuters

რეჟისორი ზაკ სნაიდერი შვილის თვითმკვლელობის გამო უორნერ ბრაზერსის Justice League-ის ფილმების გადაღებაზე უარს ამბობს - ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს. 

Justice League-ის გადაღებები უკვე დასრულებულია და მისი პრემიერა 17 ნოემბერსაა დაგეგმილი, ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ზაკ სნაიდერი შვილის გარდაცვალების გამო კინემატოგრაფისგან პაუზის აღებას გეგმავს. მის ნაცვლად ფილმს რეჟისორი ჯოს ვედონი დაამთავრებს.

სნაიდერის წინა ნამუშევარი Batman v Superman: Dawn of Justice კრიტიკოსებმა ჩავარდნად შეაფასეს, ფილმმა $250 მილიონიანი ბიუჯეტით $870 მილიონის შემოსავალი აიღო. 

კომენტარები