თბილისის 3 რაიონს ელექტროენერგია 24 მაისს შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

24 მაისს, დღის მანძილზე თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 17:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 16:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები