ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა

tatveteran.ru

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ ელჩად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას РИА ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.

აღსანიშნავია, რომ კულახმეტოვი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები