აშშ-იტალია

დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

შეხვედრა 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ტრამპთან ერთად რომის პაპს მელანია ტრამპი, ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯარედ კუშნერიც შეხვდნენ.


ფოტო: EPA

რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ვატიკანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. პრეზიდენტი ასევე სიქსტის კაპელას და წმინდა პეტრეს ბაზილიკას დაათვალიერებს.

შემდეგ, დონალდ ტრამპს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდება მიიღებს. ბოლოს კი, იტალიის პრემიერ პაოლო ჯენტილონის.

იტალიის შემდეგ ტრამპი ბრიუსელში გაფრინდება, სადაც NATO-ს სამიტს დაესწრება.

კომენტარები