ვატიკანი

რატომ აცვიათ შავები რომის პაპთან ვიზიტისას მელანია და ივანკა ტრამპებს

0 კომენტარი

ფოტო: AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრა 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათი საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ტრამპთან ერთად რომის პაპს მელანია ტრამპი, ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯარედ კუშნერიც შეხვდნენ.

რომის პაპთან შეხვედრისას, მელანია და ივანკა შავი კაბები ეცვათ, რაც წმიდა საყდარში ვიზიტისას ოფიციალური დრეს კოდია. მელანია ტრამპის მსგავსად შავები რომის პაპთან შეხვედრაზე მიშელ ობამას, ლორა ბუშს, ნენსი რეიგანს, ელისაბედ მეორესა და სხვა მსოფლიო ლიდერებს ეცვათ. პაპთან შეხვედრაზე შავები ეცვათ სანდრა რულოვსსა და მაკა ჩიჩუასაც.

რომის პაპთან ვატიკანში შეხვედრაზე თეთრი ფერის ტარების პრივილეგია მხოლოდ კათოლიკე მონარქებს აქვთ. ამ პრივილეგიას ყველაზე ხშირად მონაკოს და ესპანეთის სამეფო ოჯახები იყენებენ:

პრინცი ალბერი და პრინცესა შარლინი ბენედიქტე მეთექვსმეტესთან ფოტო: Reuters

ესპანეთის მეფე ფილიპმე მეექვსე და დედოფალი ლეტიცია პაპ ფრანცისკესთან ფოტო: Reuters

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები