ბათუმის აეროპორტი

26 მაისიდან, ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

Tav Georgia

26 მაისიდან, Small Planet Airlines ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს. Tav Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

ლიტვური ავიაკომპანია Small Planet Airlines ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 2008 წლიდან ახორციელებს. კომპანიის მფლობელობაში 21 A320 ტიპის ავიახომალდია.

კომენტარები