საქართველოს საპატრიარქო

ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა. საქართველოს საპატრიარქი ამის მიზეზად "მსოფლიოში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობას" და "საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებას" ასახელებს.

"მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 40 წელი 2017 წლის 25 დეკემბერს შესრულდება.

კომენტარები