ქურდობა

სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბანკომატის გაქურდვა სცადეს

0 კომენტარი

გუშინ ღამით სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებული ბანკომატიდან ფულის მოპარვა სცადეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ დანაშაული აღკვეთა და თანხის წაღება ვერ შეძლეს.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები