შრომის დაცვის წესის დარღვევა

გარდაბნის თბოელექტროსადგურში ელექტროსადენების შეკეთებისას 2 მუშა დაშავდა

wikimedia

გარდაბნის თბოელექტროსადგურში ელექტროსადენების შეკეთებისას 2 მუშა დაშავდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები