ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: "დიდუბობა 2016" ბიუჯეტს 69 ათასი ლარი დაუჯდა

დიდუბობა 2016
facebook.com/pg/didubegamgeoba

დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 სექტემბერს "დიდუბობა 2016" აღინიშნა. მედიაპროექტ ფლანგვის დეტექტორის მიერ თბილისის მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "დღესასწაულის" ფარგლებში რამდენიმე გასართობი ღონისძიება გაიმართა, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 69.204 ლარი შეადგინა.

ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივი ჩამონათვალი:

  1. ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3,000 ლარი;
  2. ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1,200 ლარი;
  3. სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1,500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული);
  4. ყვავილებით აწყობილი სიტყვა "დიდუბობა" – 1,485 ლარი;
  5. საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6,000 ლარი;
  6. მოცეკვავე/მსახიობი – 4,000 ლარი;
  7. ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1,250 ლარი.

"ფლანგვის დეტექტორისთვის" გამოგზავნილი პასუხებიდან აგრეთვე ცხადი ხდება, რომ გამგეობამ "დღესასწაული" ამ სახით პირველად 2016 წელს აღინიშნა. გასულ წლებში "დიდუბობაზე" გაწეული ხარჯები ბიუჯეტში არ ფიქსირდება. ამ ტრადიციის გახსენება და აღორძინება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა. მისი სატენდერო დოკუმენტაცია ასეთია PDF დოკუმენტი.

დიდუბობა 2016-ის ფოტოები:

დიდუბობა 2016
ფოტო: facebook.com/pg/didubegamgeoba

დიდუბობა 2016
ფოტო: facebook.com/pg/didubegamgeoba

დიდუბობა 2016
ფოტო: facebook.com/pg/didubegamgeoba

დიდუბობა 2016
ფოტო: facebook.com/pg/didubegamgeoba

დიდუბობა 2016
ფოტო: facebook.com/pg/didubegamgeoba

კომენტარები