ტერაქტი მანჩესტერში

DW მანჩესტერის ტერაქტზე: აბედი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა

Sky

გერმანული გამოცემა Deutsche Welle ჟურნალ Focus-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებელი სალმან აბედი ტერაქტამდე 4 დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა. ჟურნალმაგამოაქვეყნა ჟურნალისტების ფოტოები, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელი ტერაქტამდე 4 დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა. აბედი ინგლისში დიუსელდორფის აეროპორტიდან გაფრინდა.

გარდა ამისა, Deutsche Welle-მ მოიპოვა სამხილებიც, სადაც თავდამსხმელი მიერ გამოყენებყლი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენი ჩანს, ასევე ბომბის სამართავი მოწყობილობა, რომელიც თავდამსხმელს მარცხენა ხელში ეჭირა. სამხილებშია 12-ვოლტიანი ბატარეა და სპეციალური ხრახნებიც.

გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა თავდამსხმელის ფოტოც, რომელიც ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. ფოტოზე აბედის ზურგჩანთა აქვს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბომბი დევს. სამხილებს შორის არის, ამ ზურგჩანთის ნარჩენებიც.


ფოტო: SKY NEWS


ფოტო: SKY NEWS

გერმანელი სამართალდამცველების ცნობით, სალმან აბედი გერმანიაში პირველად 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სირიის სასწავლო ბანაკში იმყოფებოდა, საიდანაც ის ფრანკფურტის გავლით ბრიტანეთში დაბრუნდა.გერმანელი სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, ჰქონდა თუ არა კონტაქტი აბედს სირიაში მებრძოლ ისლამისტებთან. მათი ინფორმაციით, სალმან აბედი მარტო არ მოქმედებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აბედი საერთაშორისო საგამოძიებო სისტემების არც ერთ სიაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისი როგორც ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირის თვალთვალი არ მიმდინარეობდა.

კომენტარები