აფეთქება ათენში

ათენში, მანქანის აფეთქების შედეგად, საბერძნეთის ყოფილი პრემიერი დაიჭრა

AFP

ათენში საბერძნეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ლუკას პაპადემოსის მანქანა აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, ფეხის არეში დაიჭრნენ თავად პაპადემოსი და მისი მძღოლი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კონვერტში ჩადებულმა ბომბმა გამოიწვია. ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ლუკას პაპადემოსი საბერძნეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2011-2012 წლებში იკავებდა. ის ასევე მუშაობდა ევროპული ცენტრალური ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთის მოქმედი პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი, რომელიც Nato-ს სამიტზე იმყოფება.

კომენტარები