NATO

დღეს საქართველოში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება

დღეს საქართველოში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. სპეციალურ პრესკონფერენციაზე ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის, ისაუბრა რუსეთისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზეც.

"აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც უკრაინის. არასტაბილურობა რეგიონში საფრთხე და მუქარაა დასავლეთის ქვეყნებისათვის. ვგრძნობთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს თქვენს მიმართ მხარდაჭერას. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის დაძაბულობას. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ რუსეთს ესმის, რომ არ უნდა იყოს ასეთი აგრესიული. თუმცა, ეს მათი პოზიციაა და ჩვენ ამას წინააღმდეგობას ვუწევთ", - თქვა პაოლო ალიმ. [ოფიციალური თარგმანი]

ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას, NATO კი კიბერუსაფრთხოების დასაცავად ბევრს მუშაობს.

კომენტარები