ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დელეგატებმა გიგა ბოკერია აირჩიეს. ბოკერიამ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

"თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგანაც კი, კერპს არ შექმნის. და რაც მთავარია, თაყვანს არ სცემს შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, როემლსაც სათამაშოდ მიაჩნია ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ადამიანები.

თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ყველაზე კარგი მთავრობაც კი საშიშია თუ ის ხალხს და კონსტიტუციას არ ემორჩილება და მისი კონტროლის ქვეშ არ არის.

თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ესმის - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები. რა მოგვწონდეს, ვინ გვიყვარდეს.

თქვენ ხართ გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შანსი - მოიპოვოს კეთილდღეობა და ბედნიერება.

თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ააშენებს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველო არის ნამდვილი საქართველო" - მიმართა ბოკერიამ მხარდამჭერებს.

კომენტარები