ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღევანდელ ყრილობაზე მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს გამაერთიანებელი პარტია.

"ვინმემ შეიძლება იკითხოს, სჭირდება საქართველოს კიდევ ერთი პარტია. დღეს, აქ, ამ დარბაზში ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - დიახ, სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება ის ახალი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე, სერიგებაზე და არა მტრობაზე, შენებაზე და არა ნგრევაზე, ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე. სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი - გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა" - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ დღეს ამას ვერ ახერხებს ვერც ერთი არსებული პარტია.

"ამიტომ, ევროპული საქართველო უნდა იყოს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალა, გამაერთიანებელი პარტია, სადაც მოდიან განსხვავებული პოლიტიკური წარსულის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები, რომელთაც აერთიანებთ ერთი რამ - ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი" - თქვა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს, გენერალურ მდივნად - გიგი უგულავა, ხოლო მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები