შსს: ლანჩხუთში 4 აბი სუბოქსინი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ნ.ჭ. ლანჩხუთში დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 4 აბი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბუპრენორფინს შეიცავს.

შსს-ს განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ.ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.

კომენტარები