არასათანადო მოპყრობა

ქალმა შვილები საბარგულში ჩაკეტა, თავად კი საყიდლებზე წავიდა

0 კომენტარი
ფოტო: WEBER COUNTY SHERIFF'S OFFICE

ამერიკის შტატ იუტაში ქალი დააკავეს, რომელმაც, სავარაუდოდ, მისი 2 და 5 წლის ბავშვები საბარგულში ჩაკეტა, თავად კი საყიდლებზე წავიდა.

ამერიკული მედიის ცნობით, 39 წლის ტორი კასტილოს ბავშვებთან არასათანადო მოპყრობისთვის პასუხისგება მოუწევს, თავად მცირეწლოვნები კი მამასთან არიან.

გამვლელებმა ბავშვები მას შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც შეამჩნიეს, რომ მანქანა მოძრაობდა და ხმაურიც ისმოდა, შემდგომ კი 5 წლის ბავშვს ასწავლეს, როგორ გაეხსნა შიგნიდან საბარგული.

იუტას კანონმდებლობით, 9 წლამდე ბავშვის მანქანაში დატოვება ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები