უაქციზო სიგარეტი

საგამოძიებო: 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master-ის გადმოტანისთვის 1 პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდა 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო და სატრანსპორტო საშუალება ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალსწინებს.

კომენტარები