ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

Reuters

ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეა ავრცელებს.

"რაკეტის გაშვება, რომელიც, სავარაუდოდ, Scud-ის ტიპის მოკლე მანძილის რაკეტების კლასს ეკუთვნის, დღეს კანვონდონს პროვინციის ქალაქ ვონსანიდან მოხდა. რაკეტის ფრენის მანძილმა 450 კილომეტრი შეადგინა", - წერია განცხადებაში. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჟე ინმა მომხდართან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. გარდა ამისა სამხრეთ კორეამ კიდევ ერთხელ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გამოცდის ფაქტი.

ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვებში დაეშვა.

აღსნიშნავია, რომ წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოც არაერთხელ ჩატარდა.

კომენტარები