დიდი შვიდეულის სამიტი

მერკელი: ევროპა სრულად ვეღარ იქნება დამოკიდებული მოკავშირეებზე

Bloomberg

გერმანიის კაცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროპა სრულად ვეღარ იქნება დამოკიდებული მოკავშირეებზე.

მერკელმა აღნიშნული განცხადება დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ გააკეთა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გაგრძელება არ ისურვა. პარიზში მიღებული შეთანხმების განახლებას მხარი დიდი შვიდეულის ექვსმა წევრმა დაუჭირა, თუმცა ტრამპმა მოსაფიქრებლად ერთი კვირა მოითხოვა.

სამიტის შემდეგ, მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა სურს აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და რუსეთთან, თუმცა ევროპამ საკუთარი მომავალისთვის საკუთარი ძალებით უნდა იბრძოლოს. მერკელმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბერლინისთვის პრიორიტეტული საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ურთიერთობაა.

კომენტარები