საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო მეუფე პეტრეს მიმართ ბრალდებაზე: ვინც თქვა, იმას კითხეთ

ვექტორი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ტაბულასთან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც პატრიარქის მოკვლას ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ცდილობდა.

"რაზე მესაუბრებით საერთოდ, ვინც თქვა იმას კითხეთ. გასაგებად ვთქვი, რომ ვინც თქვა იმას კითხეთ",-აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური სპიკერია.

კომენტარები