სომალი

სომალიში მამაკაცი ცოლების ღალატის გამო ჩაქოლეს

AFP

სომალიში, ალ-შაბაბის მებრძოლებმა მამაკაცი ცოლის ღალატის გამო ჩაქოლეს. 44 წლის დაიო მოჰამედ ჰასანი ყელამდე დამარხეს და ქვები დაუშინეს მანამ, სანამ არ მოკლეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ორი ცოლი ჰყავდა და ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან, რომელიც მისგან შვილს ელოდებოდა.

დაჯგუფება ალ-შაბაბი პერიოდულად ასეთ სასჯელით სჯის ადამიანებს სომალიში, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ალ-შაბაბი ალ-ყაიდასთან აფილირებული დაჯგუფებაა.

კომენტარები