ფეხბურთი

ბარსელონას მწვრთნელად ერნესტო ვალვერდე დაინიშნა

FCBarcelona / Twitter

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტი 53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა.

ვალვერდე უკანასკნელი 4 სეზონის განმავლობაში ბილბაოს ატლეტიკის მწვრთნელი იყო. სხვადასხვა დროს კი ვალენსიას, ვილიარეალს, ესპანიოლსა და ბერძნულ ოლიმპიაკოსს წვრთნიდა.

ვალვერდეს ხელში ოლიმპიაკოსმა საბერძნეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა. ესპანიოლში მუშაობისას, ვალვერდე უეფას თასის ფინალში დამარცხდა. უკანასკნელი ტიტული კი 2015 წელს ბილბაოს ატლეტიკთან ერთად მოიგო - ესპანეთის სუპერთასი.

ვალვერდემ ბარსელონასთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში ბარსელონას ლუის ენრიკე წვრთნიდა, რომელმაც კლუბს 9 ტიტული მოუტანა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა (2014-15).

კომენტარები