მშენებლობა

საბურთალოზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

Getty Images

საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, მუშა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

კომენტარები