ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, განხილვა 9 ივნისს გაგრძელდება

ნეტგაზეთი

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, საქმის არსებითი განხილვა 9 ივნისს გაგრძელდება. პროცესის გადადების მიზეზი საქმეში ახალი ადვოკატების ჩართვა გახდა. ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ სახაზინო ადვოკატების დამატება მოითხოვა, ადვოკატებმა კი საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვეს. ორ სახაზინო ადვოკატთან ერთად მამალაძეს ძველი ადვოკატებიც დაიცავენ.

პროკურატურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

ამასთან, მოსამართლემ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს დღევანდელ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნანუაშვილის ამბობს, რომ მოსამართლემ ამის მიზეზად დასწრების საფუძვლის არ არსებობა დაასახელა. მისივე თქმით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მხარეებმა შემდეგი პროცესისთვის უნდა დაასახელონ საფუძველი, რის გამოც ის განხილვებზე დასწრებას შეძლებს.

საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იქნება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით უნდა წარმდგარიყვნენ. 

 

კომენტარები