ბავშვთა უფლებები

გადაცემაში ბავშვის პორნოგრაფიული კადრების გაშვებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ ბავშვების დრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაცემა "ბავშვების დროში" გასული კადრების გამო, სადაც ბავშვი, სავარაუდოდ, გენიტალიების სტიმულაციით არის დაკავებული, გამოძიება დაიწყო - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.

ამ მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ითვლება ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.

ბავშვთა უფლებადამცველებმა ინტერნეტგადაცემის, "ბავშვების დრო", წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართეს. გადაცემაში წინასწარ იყო დაანონსებული, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციით არის დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინა ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოწოდებით ასევე მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა გადაცემა მაინც დაიდო. გადაცემის წამყვანის თქმით, ვიდეო მას ბავშვის მშობელმა მიაწოდა. გადაცემა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები