ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას, სავარაუდოდ, ფეხმძიმე ქალი დაშავდა

Getty Images

თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ფეხმძიმედაა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები