ელტონ ჯონის კონცერტი

Black Sea Arena-ზე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს ელტონ ჯონი კონცერტს გამართავს

secrettelaviv.com

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი Black Sea Arena-ზე 16 სექტემბერს, სავარაუდოდ, კონცერტს გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი საქართველოს ბანკსა და Eastern Promotion-ს ჩამოჰყავთ. ტაბულას ეს ინფორმაცია საქართველოს ბანკში არც დაუდასტურეს და არც უარყვეს.

როგორც ტაბულას Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განუცხადა, 16 სექტემბერს საკონცერტო დარბაზი დაჯავშნილია, თუმცა რა ღონისძიების გამო დაიჯავნა Black Sea Arena ამის შესახებ ინფორმაციას არ მოგვაწოდეს. ანი კავლელიშვილის თქმით, ღონისძიება უახლოეს მომავალში დაანონსდება.

აღსანიშნავია, რომ Eastern Promotion ხვალ პრესკონფერენციას მართავს.

კომენტარები