შსს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ალექსანდრე ხვადაგიანი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. საპატრულო პოლიციას გოგა რაზმაძის ნაცვლად ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაზმაძის შეცვლის მიზეზი, შესაძლოა, ქართული ოცნების დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბაიას ავტოავარიაში დაღუპვა იყოს. ხახუბაია 17 მაისს პოლიციის ეკიპაჟის დევნის დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ თათბირზე გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციაში რეფორმა იწყება.

"საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს, ასევე, გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", - თქვა გიორგი მღებრიშვილმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

კომენტარები