აფგან მუხთარლის

სოლიდარობა აფგან მუხთარლის! - ხვალ კანცელარიასთან აქცია გაიმართება

საქართველოს მთავრობა

ხვალ კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

"ოთხშაბათს, 11:00 საათზე ვიკრიბებით საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, რათა გამოვუცხადოთ სოლიდარობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და აქტივისტს აფგან მუხთარლის და მოვითხოვოთ ინფორმაცია მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. 


აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში დარჩა.

შემოგვიერთდით. გავაპროტესტოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარება, მოვითხოვოთ ინფორმაცია ხელისუფლებისგან და მხარი დავუჭიროთ კოლეგას", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ცნობით, აფგან მუხტარლის პასპორტი ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თან არ ჰქონია, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ გადაკვეთა მან საქართველოს საზღვარი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ბოლოს 29 მაისს ნახეს. მას საქართველოს შსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებდა. გამოძიება კი, სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები