ელტონ ჯონის კონცერტი

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთის ფასი 150 ლარიდან დაიწყება, SOLO-ს კლიენტებისთვის 90-დან

Eastern Promotion

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი Black Sea Arena-ზე 16 სექტემბერს კონცერტს გამართავს - გუშინ გავრცელებული ინფორმაცია Solo-ს და Eastern Promotion-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.

ორგანიზატორების ცნობით, Solo-ს მომხმარებლებისთვის ბილეთების გაყიდვა 25 ივნისს დაიწყება და ფასი 90 ლარი იქნება. ხოლო 29 ივნისიდან ბილეთების ყიდვას ნებისმიერი მსურველი 150 ლარიდან შეძლებს. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები