ცხოვრების ჯანსაღი წესი

უწყობს თუ არა ხელს წყლის სმა წონაში დაკლებას

Sarah Wilkins / cookinglight.com

ზაფხული მოდის, ტემპერატურა კი იმატებს. შესაძლოა ფიქრობთ და ითვლით კონკრეტულად რამდენი ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად იმისათვის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვათ და წონაში დაიკლოთ. სამწუხაროდ, ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს.

ბევრი კვლევა არსებობს იმის გასარკვევად თუ დაახლოებით რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, თუმცა კონკრეტულ პასუხს კვლევებიც ვერ ადგენენ.

სხვადასხვა კვლევის შეჯამება და რამდენიმე ტიპის ადამიანზე რეკომენდაციის გაცემა რთულია, რადგან წყლის ლიტრების რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის - ასაკზე, წონაზე, სიმაღლეზე, ფიზიკურ დატვირთვასა და ჰაერის ტემპერატურაზე.

კვლევებს შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული რჩევა მოგცეთ - გააგრძელეთ წყლის სმა.

კომენტარები