ჩოგბურთი

როლან გაროსის 1/16 ფინალში ბასილაშვილი ნადალს შეხვდება

qatartennis.org

მსოფლიოს 63-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როლან გაროსის 1/32 ფინალში 35-ე ჩოგანი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. ბასილაშვილმა სამ სეტში ანგარიშით - 7(7)-6(3), 7(7)-6(2), 7(8)-6(6) გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/16 ფინალში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს, დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 ივნისს, თბილისის დროით 15:10-ზე გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ როლან გაროსი ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ, სწორედ რაფაელ ნადალს აქვს მოგებული. დღევანდელი რეიტინგით, ის მე-4 ადგილზეა. 

კომენტარები