დაზღვევა

სავაჭრო ცენტრებისა და თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო ხდება

ტაბულა

სავაჭრო ცენტრების, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისა და სხვა პუნქტების დაზღვევა სავალდბეულო ხდება, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბოლო პერიოდში მომხდარმა ხანძრის შემთხვევებმა უბიძგა. სახელმწიფო შეადგენს ამ ობიექტების ნუსხას, რის შემდეგაც მათ დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდებათ.

"ბოლო პერიოდში განვითარებულმა რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, მის ფინქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს და თვიოთონ ამ ცენტრების მფლობელებს, ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება: სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მხრივ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქოენბის ნაწილში მიყენებული ზიანი იქნას აუცილებელი წესით დაზღვეული. ჩვენ სამწუხაროდ, წარსულში უარი ვთვქით არაერთ სავალდებულო დაზღვევის სახეობაზე და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა", - ამბობს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზეც მუშაობს. უფრო კონკრეტულად საუბარია მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაზე.

"საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებოლობაც იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემტხვევაში ადამიანი სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა თანსდევს. 

უნდა ისიც დავაანონსო , რომ ჩვენ ვმუშაობთ რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არამხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტყო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოლებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში.", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები