საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომისია, რომელიც GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შეარჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი დაამტკიცა.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

სოსო გალუმაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო "ჯეპრას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი;

თინათინ თვალაძე - ბლოგერი;

ზურაბ მხეიძე - ფსიქოლოგი;

თინათინ რუხაძე - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი;

რნოლდ სტეფანიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე;

ოთარ ტატიშვილი - ექიმი და ტელეწამყვანი;

ბასა ფოცხიშვილი - რეჟისორი, "სტუდია 1 2 3"-ის დამფუძნებელი;

მარინე შიდაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

თამაზ ჯოლოგუა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

კომენტარები