თიბისი ბანკი

TBC ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების ინდექსში, FTSE 250-ში შევიდა

0 კომენტარი
ფოტო: თიბისი ბანკი

TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების, FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ამ ცვლილების შედეგად, TBC უკვე მეორე ქართული კომპანია გახდა, რომელიც FTSE 250-ის ინდექსში გაწევრიანდა. პირველი ქართული კომპანია, რომელიც FTSE 250-ში შევიდა BGEO ჯგუფი იყო.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმთავრესი ინდექსია. ლონდონის ბირჟის წამყავნი ინდექსია FTSE 100 რომელიც აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას. FTSE 250-ის ინდექსი კი სიდიდით 101-დან 350-ეს ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.

TBC-ის აღნიშნულ ინდექსში შესვლას, სავარაუდოდ მისი აქციების ფასზე დადებითი ეფექტი ექნება. TBC ლონდონის ბირჟაზე 2014 წელს გავიდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირის მდგომარეობით $1.143 მილიარდი დოლარია.

რომელი ქართული კომპანიების აქციები ივაჭრება ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN).

Galt& Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირაში BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.44 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.63% წინა კვირასთან შედარებით და +4.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 246 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.36 – 37.81 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 1.07%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.76%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.62% შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+5.74% წინა კვირასთან შედარებით და +7.01% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 354 ათასს გადააჭარბა, GBP 16.47 – 17.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.87% წინა კვირასთან შედარებით და -3.33% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 304 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.43 – 3.68 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 585 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.23% შეადგინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები