საქართველოს საპატრიარქო

ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ

ImediNews

 

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდეგში აუცილებლად გაითვალისწინებს. ცნობისთვის, საპატრიარქოს განმარტებით, ქარჩავას განცხადებები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. საპატრიარქოს იურისტმა ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა.

"ცალსახად და გარკვევით მინდა გითხრათ, რომ შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ. მე ჩემი სათქმელი გითხარით და გიმეორებთ - - საპატრარქოს შენიშვნას შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ" - თქვა ქარჩავამ და ტერიტორია დატოვა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანო ნახონ, რადგან მისი თქმით, სწორედ იქ გასცა "ყველა შეკითხვას პასუხი". საპატრიარქოს იურისტმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მოვალეობას ჩვეულებრივ აგრძელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქის "მოკვდინებაში" დაადანაშაულა. გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ყველას მოუწოდა, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავონ. ამის შემდეგ, ედიშერ ქარჩავამ საპატრიარქოსთან განცხადების გაკეთება დააანონსა.

კომენტარები