იაპონია-საქართველო

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების პროცესს ამარტივებს

0 კომენტარი
02.06.2017 ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურას ამარტივებს. უწყების თქმით, იაპონია საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციის შეთანხმებას იწყებს მოლაპარაკებას. 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფუმიო კიშიდას, შეხვდა.

საგარეო მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის 25 წლისთავის მნიშვნელობაც. 

მინისტრების განცხადებით, ორი ქვეყნის მეგობრობა საერთო ფასეულობებს - დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკას - ეფუძნება. 

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები