ჭიათურის გამგეობა

ჭიათურის გამგებელმა "გედების ტბაში" გამოჩეკილი ჭუკები მოინახულა

facebook.com/GDZurabKupatadze

ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ, ჭიათურაში "გედების ტბაში" გამოჩეკილი ჭუკები მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამგებლის facebook გვერდი ავრცელებს.

"ჭიათურაში, გედების ტბაში მცხოვრებ გედს 4 ჭუკი ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით გედმა ჭუკები გუშინ გამოჩეკა. ჯერჯერობით ფრინველი ჭუკებთან ერთად ძირითად დროს საცხოვრებელში ატარებს. როგორც მომვლელი აცხადებს, ის გარეთ ძალიან იშვიათად გამოდის. გედების ტბასთან დღეს ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძეც იმყოფებოდა. გედების ტბაში მცხოვრებ გედს ჭუკები პირველად ეყოლა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია", - წერია გამგებლის facebook გვერდზე.


ფოტო: facebook.com/GDZurabKupatadze


ფოტო: facebook.com/GDZurabKupatadze

კომენტარები