ლაშა თორდიას საქმე

ომბუდსმენი: ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ - გამოიძიონ მაღალჩინოსანზე ზეწოლა

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ობიექტურ გამოძიებას კიდევ ერთხელ ითხოვს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი, რაც სახელმწიფოს პრობლემაა.

"ამ ბოლო დროს ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ - არის ძალადობის ფაქტი კონკრეტულ მაღალჩინოსანზე არის ზეწოლა და ამის გამოძიება უნდა მოხდეს. როცა არ ხდება გამოძიება სწორედ ეს არის პრობლემა. მთელი თვის განმავლობაში ვიმეორებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და დღემდე არ არის ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემული, ეს თავისთავად სახელმწიფოს პრობლემაა", - თქვა ომბუდსმენმა.

დღეს ლაშა თორდიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეხვდა, რომელმაც გენერალური აუდიტორის ვიდეოების გავრცელებასა და პოლიტიკოსების კომენტარებს მდაბიო პიარ ომი უწოდა.

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით.

კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც ფალიაშვილზე ერთ-ერთ ბარშია გადაღებული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები