გაზის ტარიფი

ივნისის ბოლომდე გაირკვევა გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკი) თვის ბოლომდე განიხილავს გაზგამანაწილებელი კომპანიების სატარიფო განაცხადებს. ამის შესახებ სემეკის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განაცხადა. 

სემეკში შესულია ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზგამანაწილებლის - "სოკარის" (მათ შორის, მისი შვილობილი "საქორგაზის") და თბილისის გაზგამანაწილებლის "ყაზტრანსგაზის" სატარიფო მოთხოვნები. იმის გამო, რომ 2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ტარიფები არ გადახედილა, მათი გაზრდის ალბათობა მაღალია.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, "აღნიშნული მატების მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ლარის გაუფასურება შეიძლება იყოს". კალაძის თქმით, თუკი ტარიფები გაიზრდება, არაა გამორიცხული, რომ მთავრობამ მისი სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

"ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია და მისი საფასურის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში, დოლარებში ხდება მისი ყიდვა და საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება, ასე რომ, არის შესაძლებლობა, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს", - ამბობს კალაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ტარიფების ზრდას ხელი შეიძლება შეუწყოს, არის ის, რომ სემეკისგან ტარიფის გადახედვას სახელმწიფოს კუთვნილი "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაც" მოითხოვს. აღნიშნული კომპანია მაგისტრალური გაზსადენების მეშვეობით ბუნებრივ აირს კერძო კომპანიებს აწვდის და მისი მიწოდების ტარიფის გაზრდას კერძო კომპანიების გაზის ტარიფზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები