კრიმინალი

TBC PAY-ის ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

TBC PAY-ის ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ინკასაციის ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია ორი პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები