აფგან მუხთარლი

ჰერმანი მუხთარლიზე: სრული სურათის არსებობის შემდეგ, უკვე შევძლებთ გავაკეთოთ დასკვნა

ტაბულა

აზერბაიჯანელი აქტივისტისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა. ჰერმანის თქმით, ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს.

"ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ ამ შემთხვევის გამო. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვით. როდესაც გვექნება სრული სურათი ამის შემდეგ, უკვე შევძლებთ გავაკეთოთ დასკვნები",-აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულ ჟურნალისტს აზერბაიჯანის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. მუხთარლი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს კურდახანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

კომენტარები