კალიფორნიელი მსახიობის, მერლინ მონროს სახლი, სადაც ის გარდაიცვალა, 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. სახლის საწყისი ფასი 6,9 მილიონი დოლარი იყო.
სახლი ლოს ანჯელესში, ბრენტვუდში მდებარეობს. სახლში 4 საძინებელი, 3 აბაზანა და გარე აუზია.
მსახიობი სახლში გარდაცვლილი 1962 წელს იპოვეს. მერლინის გარდაცვალება თვითმკვლელობად არის მიჩნეული. თუმცა, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ მონრო მოკლეს.