ცვლილებები კონსტიტუციაში

აბაშიშვილი: კონსტიტუციის ეს ვერსია ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის წარმომადგენლები დღეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და სფეროს სპეციალისტებს შეხვდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენნე რომ ორი მთავარი პრობლემური საკითხი დაგეგმილ ცვლილებებში პრეზიდენტსი არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ თუკი კონსტიტუციის სემოთავაზებული პროექტი დამტკიცდება ის ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან.

"ხელისუფლებას აქვს ერთ-ერთი მთავარი ტესტი დემოკრატიაში ჩასაბარებელი, ან ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციის ახალ პროექტს ფართო კონსესუსით, ანუ პრაქტიკულად უმაღლესი წარმომადგენლობით და ჩართულობით, ან მივიღებთ კონსესუსის გარეშე და მაშინ კონსტიტუციის ეს ვერსია ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან."- ამბობს აბაშიშვილი.

„მუსოლინის საარჩევნო სისტემა 21-ე საუკუნეში იქნება გარანტია იმისა, რომ ყველა არჩევნები იქნება არასტაბილური.“ - ამის შესახებ დღეს ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ორი საკითხი უდაოდ გამორჩეულია ეს ეხება რა თქმა უნდა პრეზიდენტის არჩვენებს რომელზეც სრული კონსესუსია საზოგადოებაში , 90%-ზე მეტი გამოკითხულების თვლის, რომ მათ უნდა ქონდეთ უფლება რომ აირჩიონ პრეზიდენტი და მეორე თემა არის საარჩევნო სისტემა, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება ისეთი ფორმით არსებობდეს რაც იყო შემოთავაზებული ქართული ოცნების მიერ, იმიტომ რომ მუსოლინის საარჩევნო სისტემა 21-ე საუკუნეში იქნება გარანტია იმისა, რომ ყველა არჩევნები იქნება არასტაბილური და ყოველი არჩვენების მერე ჩვენ გვექნება არეულობა ქვეყანაში." - ამბობს კაპანაძე.

კომენტარები