რუსული პროპაგანდა საქართველოში

თსუ-ის ადმინისტრაცია ანტიდასავლურ დისკუსიაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

ტრისტან წითელაშვილი თსუ-ში გამართულ ანტიდასავლურ დისკუსიაზე
PATRIOTI-TV.GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მაისს ანტიდასავლური დისკუსია გაიმართა. დისკუსიას "დასავლური საფრთხეები საქართველოსთვის" ერქვა და მასში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ტრისტან წითელაშვილი მონაწილეობდა.

სააგენტო "პატრიოტმა" შეხვედრის ვიდეო გაავრცელა, სადაც წითელაშვილი საუბრობს იმაზე, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ამასთან, ის აცხადებს, რომ "დასავლეთი საქართველოს ებრძვის", კრემლი და კერძოდ, პუტინი კი, მზად არიან, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები აწარმოონ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 

ვიდეო მასალა და სტატია შეხვედრის შესახებ, ამ დროისთვის წაშლილია. 



თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა "ნეტგაზეთთან" საუბრისას, თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული არ არის და, შესაბამისად, ადმინისტრაცია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმ აზრებზე, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა. 

"ქალბატონმა დენიზა სუმბაძემ, რომელიც წარსულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, თხოვნით მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მიზნით აუდიტორიის გამოყოფის თაობაზე. თუმცა განაცხადში აბსოლუტურად სხვა თემატიკა იყო მითითებული. მან თვითნებურად ჩაატარა ღონისძიება, რომელიც გასცდა წინასწარ გაცხადებულ თემატიკას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

"ტაბულა" ცდილობს დაუკავშირდეს უნივერსიტეტის რექტორს, გია შარვაშიძეს. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები